<aside> 💡 ჩვენი მიზანია,  რომ შატოს სტუმრები გარანტირებულნი იყვნენ უმაღლესი ხარისხის სერვისით,  სადაც მიღწეული შედეგი თანხვედრაშია და აჭარბებს კიდევაც სტუმრების მოლოდინს.

თითოეული თანამშრომლის გარეგნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასახავს კომპანიაში მომუშავე ადამიანების დონესა და პროფესიონალიზმს.

</aside>

<aside> 💡 შატო მუხრანის ყველა თანამშრომელი იცმევს ბიზნეს-საქმიანი სტილით, ხოლო მათ, ვინც ატარებს უნიფორმას, სავალდებულოა ეცვათ უნიფორმა.

ბიზნეს-საქმიანი სტილი პიჯაკი და შარვალი - დაშვებული მხოლოდ ნაცრისფერი, შავი, ლურჯი და ბეჟ ფერებში შარვლის მასალა მხოლოდ კლასიკური ნაჭრებისაგან პუჯაჯთან ტარების შემთხვევაში - პერანგი უნდა იყოს სადა ნახატების გარეშე - თეთრი, ცისფერი, სხვა. ფეხსაცმელი კოსტუმთან დახურული, კლასიკური ტიპის ტყავის. სუფთა და მოვლილი ფეხსაცმლის ფერი შეხამებული ქამრის ფერთან ქალებისთვის დასაშვებია კლასუკური კაბა

გამონაკლისები: დასაშვებია კომფორტული სადა ფეხსაცემელი არასპორტული/არაქეჟუალური სტიკი

არასაღოსძიებო დღეებში მისაღებია ბიზნეს ქეჟუალი დრეს კოდიც - პიჯაკის გარეშე - სადა ფერის პერანგებით - ჩინოს ტიპის შარვლით და სადა ფეხსაცმლით

Untitled

Untitled

Untitled

</aside>

  1. თეთრი პერანგი აუცილებლად უნდა იყოს შარვალში ჩატანებული და შარვალი შეკრული მუქი ქამრით.
  2. ტანისამოსი უნდა იყოს სუფთა, დაუთოვებული და საღი. სხეულის შესაბამისი ზომისა და მოყვანილობის.
  3. ფეხსაცმელი უნდა იყოს დახურული, დაბალ ქუსლიანი (მაქსიმუმ 5 სმ). ფეხსაცმლის ფერი შავია. ასევე უნდა იყოს საღი და სუფთა.
  4. სავალდებულოა ყველას ეცვას შავი გრძელი წინდა.
  5. თმა უნდა გვქონდეს სუფთა და მიახლოებული ნატურალურ თმის ფერთან. მამაკაცის თმა არ უნდა იყოს საყელოზე დაბლა. გოგონებს (გრძელი თმის შემთხვევაში) სერვირების არეალში თმა უნდა ჰქონდეთ უკან შეკრული.
  6. მოვლილი და მოწესრიგებული მოკლე წვერი/ულვაში დაშვებულია. მათთვის ვინც რეგულარულად წვერს არ ატარებს გაუპარსავად გამოცხადება აკრძალულია.
  7. ყველა მამაკაცი ვინც არ ატარებს წვერს და ულვაშს, ყოველთვის უნდა იყოს გაპარსული.
  8. სამზარეულოს თანამშრომელთათვის თავსაბურავი სავალდებულოა
  9. მსუბუქი მაკიაჟი გოგონებისთვის აუცილებელია.
  10. თხელი, ბიზნეს სტილის მაჯის საათის ტარება დასაშვებია.
  11. ხელზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ბეჭედი.
  12. სადა/მოკლე საყურეების ტარება გოგონებისთვის დასაშვებია, მაგრამ არაუმეტეს ერთისა ცალ ყურზე.
  13. ყელსაბამი შეგვიძლია ვატაროთ უნიფორმის შიგნიდან.
  14. ფრჩხილები უნდა იყოს სუფთა და კოხტად დაჭრილი.
  15. გოგონებისთვის ლაქი აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ უფერული ან ღია ტონის.
  16. სუნამო დასაშვებია მცირე რაოდენობით.