მოახდინეთ რეგულარული მარაგების კონტროლი გამომდინარე შეკვეთების ინტენსივობისა და სეზონური დატვირთვისა.ყველა ტიპის სურსათს უნდა ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული სათავსო იქნება ეს მაცივარი თუ თარო.
პროდუქტების შენახვის პირობები:
| რძის პროდუქტები | მაცივარი 0 / +4 |
|---|---|
| ხორცეული, ფრინველი, თევზეული | მაცივარი -18 |
| ბოსტნეული, ხილი და მცენარეები | მაცივარი +3 / +12 |
| ბურღულეული | ოთახის ტემპერატურა / სიმშრალე |
| მშრალი ნედლეული, ზეთები, ძმარი | ოთახის ტემპერატურა / სიმშრალე |
| ალკ, სასმელები მომზადებისთვის | ოთახის ტემპერატურა |
| სანელებლები | ოთახის ტემპერატურა / სიმშრალე |
| ინგრედიენტები პურ-ფუნთუშეულისთვის | ოთახის ტემპერატურა |
გამოიყენეთ პროდუქტების სია კატეგორიების მიხედვით და შეუკვეთეთ მხოლოდ ავტორიზებულ მომწოდებლებთან
პროდუქტების ჩამოწერა:
პროდუქების ჩამოწერა სამზარეულოში ხდება ყოველი დღის ბოლოს ელ-ფოსტით ბუღალტერიის ინფორმირების გზით და მათი ავტორიზაციის საბაბით. ჩამოწერილი პროდუქტი უნდა იყოს გადამოწმებადი ჩამოწერიდან 24 საათის მანძილზე.
სამზარეულოში ჩამოწერის უფლება აქვს : შეფ-მზარეულს, შეფ-მზარეულის ასისტენტს.
ავტორიზაციას ახდენს ბუღალტერია და დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
3.5 რესტორნის დაკეტვა