ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის და სურსათის უვნებლობის ნორმები
- გამოცხადდით სამსახურში სუფთად - დაბანილი თმით, გახეხილი კბილებით, დაბანილი სხეულით და აუცილებლად გამოიყენეთ დეოდორანტი ყოველდღიურად.
- ფრცხილები უნდა იყოს მოვლილი , მოკლედ დაჭრილი, მანდილოსნებისთვის ლაქის გამოყენება სავალდებულოა, დაშვებულია მხოლოდ უფერული და წყნარი ფერის ლაქები. რესტორანში აკრძალულია ხელოვნურად დაგრძელებული ფრჩხილები.
- დაიბანეთ ხელები (სტანდარტის მიხედვით) :
- სამსახურში გამოცხადებისას სმენის დაწყებამდე;
- საჭმლის მომზადების დაწყებამდე;
- სამზარეულოში მუშაობისას იმდენჯერ რამდენჯერაც საჭიროება მოიხოვს;
- საპირფარეშოს დატოვების შემდეგ;
- უმ პროდუქტებთან მუშაობის შემდეგ;
- სახესთან, ცხვირთან,თმებთან ან/და სხეულის სხვა ნაწილთან ხელის კონტაქტის შემდგომ;
- სამუშაო ადგილის მოწესრიგების შემდგომ;
- მოწევის, ჭამის და სასმლის დალევის შემდგომ;
- ყოველ ჯერზე როდესაც შეხება გექმებათ არასანიტარიულ ერთეულებთან (ნაგავი, ქიმიკატები, ტილოები, იატაკი და მასზე დავარდნილი ერთეულიები და ა.შ)
- დაიბანეთ ხელები მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
- გაიმშრალეთ ხელები მხოლოდ ქაღალდის ხელსახოცებით
- ჩაიცვით სუფთა და დაუთავებული უნიფორმა
- გამოიყენეთ სუფთა წინსაფარი საჭიროებისამებრ (არ ატაროთ წინსაფარი სამუშაო ადგილის ტერიტორიის გარეთ)
- რეგულარულად ატარეთ ერჯერადი ლატექსის ხელთათმანები, განსაკუთრებულად მომზადებული საჭმლის სერვირებისას.
- საჭიროებისამებრ ხშირად ცვალეთ ერთჯერადი ხელთათმანები.
- საკვები პროდუქტების მომზადების არეში აუცილებლად ატარეთ თავსაბურავი (ერთჯერადი, ან მრავალჯერადი)