<aside>
ℹ️ წინასწარ უნდა ჩატარდეს მთელი რიგი სამუშაოებისა იმისათვის, რომ სტუმარს გავუწიოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება.
წინასწარ უნდა ჩატარდეს მთელი რიგი სამუშაოებისა იმისათვის, რომ სტუმარს გავუწიოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება.
</aside>
მომსახურე პერსონალი:
- მოამზადეთ ფაიფურის ჭურჭლის მიზანპლასი.
- აკრიფეთ სამრეცხაოში თაროებზე განლაგებული სუფთა ფაიფურის ჭურჭელი და გადაიტანეთ ისინი გერიდონში.
- აკრიფეთ დარეცხილი ჭიქები სამრეცხაო ზონიდან და გადაიტანეთ ისინი ბარის კარადაში.
- გადაამოწმეთ ჭიქების სისუფთავე (ლაქები, სუნი) შემდგომი გამოყენებისთვის.
- დაიჭირეთ ჭიქა ფუძით ან ფეხით მისი დაპოლირების შემდეგ.
- სამრეცხაო ზონიდან დანა ჩანგალი წამოიღეთ ბარის კარადებში, დააკვირდით რამდენად სუფთა და პრიალაა კოვზები, დანები და ჩანგლები.
- დარწმუნდით რომ დანა-ჩანგალი შესაბამისად და მოსახერხებლადაა ჩალაგებული ბარის კარადის უჯრებში. სპეციალურად განსაზღვრულ უჯრაში.
- შეაგროვე სამარილე-საპილპილის დისპენსერები ერთ ადგილას, მოხსენით ხუფები და დაწმინდეთ საგულდაგულოდ.
- საჭიროებისამებრ გადაავსეთ პილპილითა და მარილით ისე, რომ რეზერვუარი იყოს 90 პროცენტით სავსე.
- გააპრიალეთ და გადაამოწმეთ რამდენად გათავისუფლებულია მარილის და პილპილის ნაწილაკებისგან ხვრელები.
- გადმოიტანეთ დაკეცილი ხელსახოცები სუფრების სამრეცხაო ოთახიდან ისე, რომ არ დავკუჭოთ ისინი გზაში.
- იხელმძღვანელეთ დღის რეზერვაციებით და რაოდენობრივად სწორად მოამარაგეთ რესტორანი ხელსახოცებით.
- რესტორნის გახსნამდე შეამოწმეთ და გაწმინდეთ მენიუები. ხმარებიდან ამოიღეთ დასვრილი და ისეთი მენიუები, რომლებსაც აკლიათ გვერდები ან დაზიანებულია. ამოღებული მენუები გადაეცით თქვენ უფროსს.
გაითვალისწინეთ რომ ბარის კარადებში მუდამ უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით:
- დეკანტერები,
- საშაქრეები/შაქრის სტიკები
- სუფრები(ქართული ორნამენტებით)
- დანა,ჩანგალი,კოვზი.