სერვისი
- გადაწმინდეთ ბარის დახლი და გაათავისუფლეთ სივრცე უსარგებლო ნივთებისაგან.
- გადაწმინდეთ ნამცეცები სკამებიდან და მაგიდებიდან.
- გადაწმინდეთ მაგიდები და სკამები ნოტიო ჩვრით და შემდეგ გადაყევით მშრალით.
- მოაწყვეთ მაგიდები და სკამები მოხდენილად როგორც კი სტუმრები დატოვებენ რესტორანს. აკრიფეთ ქაღალდები და ნარჩენები როგორც კი დაინახავთ მას.
- გაამშრალეთ ყინულიანი სათლი მშრალი პირსახოცით.
- გაწმინდეთ ლანგრები ცხელი წყლით და გაათავისუფლეთ ის საკვები ნაწილაკებისაგან.
- მიასხურეთ ლანგრებს სანიტაიზერი D10. შემდეგ ამოაყირავეთ ისინი ისე რომ მოხდეს აორთქლება და გაშრობა.
- დაათარიღეთ და შეიანეთ ისეთი საკვები პროდუქტი, მაგალითად გარნირები და სანელებლები რომელსაც არავინ შეხებია და გამოსადეგია შემდგომი დღისთვის.
- გადაყარეთ საკვები პროდუქტი, რომელიც ინახებოდა სახიფათო ტემპერატურულ ზონაში დიდი ხნით. +20 ცელსიუსი.
- გადაყარეთ დაჭრილი გარნირი და გაფუჭებული ხილი.
- დააბრუნეთ გახსნილი ღვინის ბოთლები ბარში ინვენტარიზაციისთვის.
- საჩვენებლად გამოტანილი ყველა ღვინო დავაბრუნოთ ღვინის მაცივარში.
- შემოიტანეთ ყველა გამოყენებული ჭიქა და გადაიტანეთ ისინი სამრეცხაოსაკენ.
- მოასუფთავეთ ბარის დახლი, ყავის მანქანა, ნიჟარა, ღვინის თაროები და ა.შ.
- დაცალეთ ნაგვის ურნა
- დაიწყეთ დახურვის აღწერა დაცვასთან ერთად და გადაამოწმეთ ყველა მარაგი შემდეგი დღის შეკვეთისთვის.
- მოამზადეთ დღის გაყიდვებისა და აღწერის რეპორტი და გადაუგზავნეთ ის კვებისა და სასმელების მენეჯერის მიერ მოწოდებულ სიას.
- გამორთეთ ყველა ელექტრო აღჭურვილობა და განათება (ყავის მანქანა, ბლენდერი და ა.შ)
- დახურეთ და ჩაკეტეთ ყველა სასაწყობო სივრცე.