<aside> 💡 ქვემოთ აღნიშნული ქმედებების გახორციელება გამომდინარე, დარღვევის ხასიათიდან,  გამოიწვევს დისციპლნურ სანქციებს, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს ზეპირ, წერილობით შეტყობინებაში, ან სამსახურიდან დაუყონებლივ განთავისუფლებაში (სერიოზული დარღვევის, ან სისტემატიური დარღვევების შემთხვევებში). ისინი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგით:

</aside>

  1. კომპანიის ქონების დაზიანება, მათ შორის მარაგების და ინვენტარის
  2. განსაზღვრული სამუშაო სივრცის დატოვება მენეჯერის ნებართვის გარეშე
  3. ჭამა, სმა ან მოწევა ნებისმიერ ადგილას გარდა ნებადართული ადგილებისა
  4. არაუფლებამოსილი პირების შესვლა კომპანიის ტერიტორიაზე (რომელიც გათვლილია თანამშრომლებისთვის) მენეჯმენტის თანხმობის გარეშე
  5. კოპანიის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების მოხმარება
  6. ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენის ქვეშ ყოფნა
  7. ცეცხლსასროლი ან ნებისმიერი სხვა ტიპის იარაღის ქონა კომპანიიის ტერიტორიაზე
  8. ძალადობა, ცემა, მუქარა, რომელიმე გუნდის წევრის, სტუმრის, მენეჯერის, ან სხვა პირის მიმართ
  9. აზარტული თამაშები კომპანიის ტერიტორიაზე
  10. კომპანიის დოკუმენტების გაყალბება. მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, სახელფასო და ფინანსური დოკუმენტები, გამომუშავებული საათების აღრიცხვის დოკუმენტები, ინვენტარიზაციის აქტები, ინვოისები, ან ნებისმიერი სხვა
  11. სამსახურისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
  12. მობილური ტელეფონის ან ნებისმიერი სხვა ელექტრონული მოწყობილობის ნებართვის გარეშე გამოყენება
  13. დაუმორჩილებლობა ან მენეჯმენტის დირექტივის შეუსრულებლობა
  14. სამუშაო ადგილზე ძილი
  15. ქურდობა ან/და დახმარება ქურდობაში კომპანიის, თანამშრომლების, სტუმრების ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ
  16. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, მათ შორის ინდივიდუალური ხელფასი
  17. უდიერი საქციელი
  18. ნებისმიერი სახის ძალადობა
  19. განრიგით განსაძღვულ ცვლაში გამოუცხადებლობა მენეჯმენტის ნებართვის გარეშე