სამზარეულოში დამზადებული ყველა კერძს უნდა ჰქონდეს კალკულაცია, სადაც ასახული იქნება დეტალურად შემადგენლობა და ინგრედიენტების გრამაჟით.

შეკვეთების გაშვების პროცედურა:

შეფ მზარეული განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს შეკვეთის შესრულებაზე.

შეკვეთები მზადდება მხოლოდ ამობეჭდილი ჩეკების საფუძველზე

ჩეკის მიღებისას ხმამაღლა წაიკითხეთ შეკვეთა და განაავსეთ ჩეკების სამაგრზე.

გაეცანით და მიყევით ჩეკზე მითითებულ მიმდევრობას კერძების დამზადებისას.

(პირველი კურსი , მეორე კურსი, მესამე კურსი და ა.შ. )

შეკვეთის გაშვების დროები:

პირველი კურსი საშუალოდ გაიშვება ჩეკის შემოსვლიდან 15-20 წუთში

მეორე კურსი საშუალოდ გაიშვება პირველი კურსის გასვლიდან 20 წუთში

მესამე კურსი საშუალოდ ფაიშვება მეორე კურსის გასვლიდან 20 წუთში

შეკვეთის შესრულების შემდეგ გადაიტანეთ ჩეკი წინასწარ განსაზღვრულ ადგილას სადაც ის შეინახება დღის ბოლომდე.

დროულად შეატყობინეთ დარბაზს რომელიმე კერძის ამოწურვის თაობაზე.(დღის დასაწყისსში სპეციალურად გამოყოფილ დაფაზე, ჩამოწერეთ სტოპ ლისტი კერძებით და სტარტ ლისტი პორციების რაოდენობებით.)

საჭრელი დაფების გამოყენება ფერების მიხედვით: