სტუმრების დახვედრა
რესტორანში მოსული სტუმრების სათანადოდ დახვედრა და მისალმება ძალიან მნიშვნელოვანია!!! ეს არის პირველი უშუალო კონტაქტი სტუმრებთან. სწორედ ეს პირველი კონტაქტი განსაზღვრავს სტუმრების დადებით დამოკიდებულებასა და განწყობას ჩვენს მიმართ.
პირველი კონტაქტი სტუმრებს უქმნის წარმოდგენას ჩვენი რესტორნისა და კომპანიის შესახებ.
სტანდარტი:
- ყველა სტუმარს უნდა შევეგებოთ ღიმილითა და თვალით კონტაქტით
- შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ სხვა ნებისმიერი საქმე სტუმრის შემოსვლისას (რომელიც არ არის დაკავშირებული სხვა მაგიდის მომსახურებასთან)
- თუ თქვენ დაკავებული ხართ სხვა მაგიდის მომსახურებით და ხედავთ სხვა შემოსულ სტუმარს, ამ შემთხვევაში დაამყარეთ მასთან თვალით კონტაქტი და ღიმილით და მიდით მასთან, როგორც კი თქვენს საქმეს მორჩებით.
პროცედურა:
რესტორნისა და სამზარეულოს ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში იმყოფება, ვალდებულია შეეგებოს/მიესალმოს სტუმარს.
როდესაც დაინახავთ, რომ სტუმრები შემოდიან:
- შეეგებეთ სტუმრებს
- მიესალმეთ მათ ღიმილით, სანამ ისინი თავად მოგესალმებიან
- მიესალმეთ ზრდილობიანად და დროის შესაბამისად
- „დილა მშვიდობისა„ 00:00 - 11.59
- „დღე მშვიდობისა“ 00:00 - 17.59
- „საღამო მშვიდობისა“ 00:00 - 23.59
- დაამყარეთ სტუმართან თვალით კონტაქტი, ამ გზით მას აგრძნობინებთ, რომ ის სასურველი სტუმარია.
- სტუმრები ერთმანეთისგან არ განასხვაოთ! ყველა სტუმარი იმსახურებს თბილ დახვედრას.
- ყოველთვის აგრძნობინეთ მათ, რომ ისინი სასურველი სტუმრები არიან.
- დაეხმარეთ სტუმრებს პალტოების/ქურთუკების ჩაცმასა და გახდაში, საჭიროების შემთხვევაში მიასწავლეთ, სად მდებარეობს გარდერობი.
- მიმართეთ სტუმრებს სახელით (თუ იცით). თუ სტუმარს გაკეთებული აქვს ჯავშანი, თქვენ მისი სახელი გეცოდინებათ. მიმართეთ სახელით რაც შეიძლება ხშირად.
- სწორად წარმოთქვით სტუმრის სახელი.
- მისალმების შემდეგ ჰკითხეთ სტუმარს, აქვს თუ არა მას ჯავშანი